სიახლე დუტა სხირტლაძისგან

სიახლე დუტა სხირტლაძისგანმსახიობისა და ტელეწამყვანის დუტა სხირტლაძისგან მაყურებელს სასიამოვნო სიახლე ელის.

სულ მალე დუტა ახალ გადაცემას “უპასუხე საქართველოს” წაიყვანს. სახალხო, შემეცნებით-გასართობ შოუში მონაწილეობას 2 წყვილი მიიღებს და ერთმანეთისა და მთელი საქართველოს პირისპირ შეეცდება საკუთარი ცოდნა და ინტუიცია გამოსცადოს.

გადაცემაში გამარჯვებული 24.000 ლარს მოიგებს, თუკი დასმულ შეკითხვებს სწორად უპასუხებს.