16 მარტი, 2019

რობერტ სტურუას საბოლოო გადაწყვეტილება

რობერტ სტურუას საბოლოო გადაწყვეტილებარეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმულმა სპექტაკლმა “ბედი ქართლისა” საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

მაესტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სპექტაკლს განაჩენი თავად გამოუტანოს:

“გადავწყვიტეთ, 7-ჯერ ვითამაშოთ “ბედი ქართლისა” (არაისტორიული ამბავი) ნახოს ნორმალურმა ხალხმა (არანორმალურებიც მოვლენ ალბათ). თუ ჩაგვქოლეს, ეს ნიშნავს, რომ სპექტაკლს ვეღარავინ ნახავს! მაშ ასე: 27 მარტს, საერთაშორის თეატრის დღეს რუსთაველის თეატრი – “ბედი ქართლისა”.

… “ყვარყყვარეს” გამო დაჭერით მემუქრებოდნენ;
“კავკასიურის” გამო – მხსნიდნენ;
“რიჩარდმა” ანონიმური წერილები გაგზავნა მოსკოვში, ЦК-ში და КГБ-ში;
“ლურჯი ცხენები” – ამიკრძალეს;
ინტერვიუ გამოვაქვეყნე და “თავისუფლების” ბელადმა, ვინმე სოვდაგარ-სააკამ გამაგდო;

“არაისტორიულმა ამბავმა” – ვითომ აღშფოთებული თანამემამულეები დაამშვიდა და ბედნიერებმა იარაღს სტაცეს ხელი და ნაცების და “თავისუფლების” ბრძანებით უნიჭო და გახრწნილი რეჟისორი დამხვრიტეს!

ჩემო ცაფირუზზურმუხტო, ტკბილად გააგრძელე უბადრუკი ძილი!”