12 მარტი, 2019

რატომ აღარ გამოდის ჟურნალი “არილი”?

რატომ აღარ გამოდის ჟურნალი "არილი"?საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი “არილი” უევე სამი თვეა აღარ გამოდის. ჟურნალის ერთგული მკითხველები მისი ბედით დაინტერესდნენ.

“არილის” მთავარმა რედაქტორმა, მწერალმა მალხაზ ხარბედიამ ასეთი განმარტება გააკეთა:

“იანვარი-თებერვალი-მარტი – არილი არ გამოდის უკვე მესამე თვეა.

მხოლოდ თავიანთი ნაწერი ვისაც აქვს გამოგზავნილი ან გამოგზავნა უნდა, ისინი კითხულობენ “რა სჭირს ჟურნალს”.

ამათგან უმრავლესობა არილის მხოლოდ იმ ნომერს ყიდულობს ხოლმე, სადაც მისი ნაწერია გამოქვეყნებული.

სხვა ვერავინ გრძნობს, რომ არილი არ გამოდის.

რა საჭიროა საერთოდ არილი?

… იმის გამო, რომ კულტურის სამინისტრომ ამდენი ხნით დააგვიანა კონკურსის გამოცხადება, როგორც ჩანს, მხოლოდ 9 ნომრის დაფინანსებას თუ აპირებენ (თუკი საერთოდ დააფინანსეს). მომავალ წელს ალბათ 6 ნომრით დააგვიანებენ კონკურსის გამოცხადებას. შემდეგ იტყვიან, რომ დაფინანსდება წელიწადში მხოლოდ ერთი ნომერი.”