ყველაზე მდაბიო საქციელი გურამ ფირცხალავას მიმართ

ყველაზე მდაბიო საქციელი გურამ ფირცხალავას მიმართ მსახიობ გურამ ფირცხალავას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მას ყველა თაობის მაყურებელში ჰყავს ერთგული გულშემატკივარი.

ფოთელი ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ, მის მშობლიურ ქალაქში მსახიობის ბიუსტი დადგეს, თუმცა მალევე აიღეს. მიზეზი ის გახდა, რომ ბიუსტსა და მსახიობს შორის არანაირი მსგავსება არ იყო, კვარცხლბეკს წარწერა რომ არ ჰქონოდა, ვერავინ მიხვდებოდა, რომ ეს გურამ ფირცხალავას ბიუსტი იყო.

თოფის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მსახიობის ბიუსტი აეღოთ და უკეთესი დაემზადებინათ. ბიუსტი კი აიღეს, მაგრამ მისი დამზადება წლებია ვერა და ვერ მოხერხდა.

როგორც მსახიობის ოჯახის წევრებს განუცხადეს, “ბრონზეში” ბიუსტის ჩამოსხმა 2000 ლარი თუ დოლარი ჯდება და ფოთის მერიას ამის ფინანსები არ აქვს.

ამ სამარცხვინო ფაქტს ფოთის თეატრის მსახიობი ჯანო იზორია გამოეხმაურა:

“ამ საკითხს მიაქციეთ ყურადღება და პროფესიონალს შეაქმნევინეთ ღირსეული ფოთელი კაცის ბიუსტი. სირცხვილია მართლა! მაგრამ ზოგიერთებს მანდ სირცხვილის გრძნობა აწყალებული გაქვთ.”