26 მარტი, 2019

ქართლის გზაზე – ლადო ასათიანი

ქართლის გზაზე - ლადო ასათიანიჰეი, ძმობილო, შეხედე,
რამდენი ყაყაჩო გაშლილა,
რაც უფლის ციხეს გამოვცდით,
უფრო და უფრო გახშირდა;

მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს
ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა
სიკეთედ დაგვებედება:

სულ ახალგაზრდა ვიქნებით,
გული არ დაგვიბერდება!
ჰეი, ძმობილო, შეხედე,
რამდენი ყაყაჩო გაშლილა,

რაც უფლისციხეს გამოვცდით,
უფრო და უფრო გახშირდა;
მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ
და სხვა დიდება არ გვინდა,

ყაყაჩომ თუ მოგვანათოს
ლამაზი ქალის შუქითა.