6 მარტი, 2019

მარკესის “მარტოობის 100 წელი” ფილმად გადაიქცევა

მარკესის "მარტოობის 100 წელი" ფილმად გადაიქცევაგაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი რომანი “მარტოობის 100 წელი” ფილმად გადაიქცევა.

მწერლის შვილების გადაწყვეტილებით, რომანის მიხედვით სერიალს Netflix ესპანურ ენაზე გადაიღებს, რაც მარკესის მთავარი მოთხოვნა იყო.

მრავალწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, გაბრიელ გარსია მარკესი ვერც ერთმა რეჟისორმა თუ კინოკომპანიამ 1967 წელს გამოცემული რომანის გადაღებებზე ვერ დაითანხმა.

“მარტოობის ასი წელი” მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია და იგი 46 ენაზეა თარგმნილი.