კომპოზიტორი ალინა ცხომარია გარდაიცვალა

კომპოზიტორი ალინა ცხომარია გარდაიცვალაარაერთი ცნობილი და პოპულარული სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი ალინა ცხომარია გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია მამუკა ლომაშვილმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა ალინა ცხომარია… ქალბატონი, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთესთან, შემართებასთან ასოცირდება… წარმოუდგენელია აგრარული უნივერსიტეტიც მის გარეშე…

წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვიტოვა სიმღერები, რომლებიც დარჩება სამარადჟამოდ მის მოსაგონებლად… როგორ უნდოდა მისი ბოლოდროინდელი დაწერილი სიმღერები გაჟღერებულიყო… ძალიან გული მწყდება, რომ ასე წავიდა ამ ქვეყნიდან… მშვიდობით, ჩემო მეგობარო…”