19 მარტი, 2019

“იცით რატომ არის ყანჩელი ძალიან დიდი?”

"იცით რატომ არის ყანჩელი ძალიან დიდი?"გიფიქრიათ, რატომ არის კომპოზიტორი გია ყანჩელი ძალიან დიდი? თუ არა, ამ კითხვაზე პასუხს მომღერალი ანი ღლონტი გაგცემთ:

“იცით რატომ არის ყანჩელი ძალიან დიდი? 1:24 წამში ათას განსხვავებულ ემოციას რომ იწვევს… ამ მოკლე დროში თითქოს შენი ცხოვრების ამბავს ყვება, თითქოს შენი ყველა პირადი გრძნობა იცის, ბავშვობის მონატრება, სიყვარული, სევდა, ბრაზი, ტკივილი, სიხარული.

თითქოს ჩვენ ყველას ინდივიდუალურად მოგვარგო ეს მელოდია, რომ სულ ცოტა ხნით ვყოფილიყავით ის, რაც ჩვენ თვითონაც აღარ გვახსოვს რომ ვართ…

მთელი ჩვენი ცხოვრება ეს მელოდიაა.”