ისტორია დიდგორის ბრძოლაზე, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ

ისტორია დიდგორის ბრძოლაზე, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთდიდგორის ბრძოლაზე ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა, მაგრამ არის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ:

დიდგორის ბრძოლაში, ის 200 მებრძოლი, რომლებმაც ილღაზის 300.000 არმიის განადგურებას საფუძველი ჩაუყარეს, უფლისწულ დემეტრეს გუდამაყრელებისგან შეურჩევია. დღევანდელი წიკლაურების, ჩოხელების და აფციაურების წინაპრები ყოფილან.

1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე პაპანაქება სიცხე იდგა. აღმაშენებელს კი მზის საათი გამოუყენებია. 200 დიდგორელს და უშუალოდ დავითის მიერ შერჩეულ ამ 200 მხედრის მეთაურს ვინმე ავანას, მხოლოდ ექვსი წუთი უნდა გაეძლო სელჩუკთა გარემოცვაში, მათ კი წვრილად ნაქსოვ ჯაჭვის პერანგებში მომცრო ზომის სატევრები ჰქონდათ გადამალული. ცხადია ისინი ხელში არსებულ იარაღს გამოიყენებდნენ. ექვსი წუთის შემდეგ აღმაშენებელი 40.000 მხედრით, მარჯვენა ფლანგიდან დაარტყამდა მტრის წყობას, დემეტრე კი 15. 000 ფეხოსნით მარცხენა მხრიდან შეუტევდა.

თუმცა დემეტრე ადრე დაიძრა ბრძოლის ველისკენ, რადგან ცხენოსნები ფეხით მოსიარულეებს გაუსწრებდნენ. შუაგულში არეულ სელჩუკებს იმდენად შეეშალათ ხელი იმ 200 დიდგორელისგან, რომ ილღაზმა ვეღარ მოასწრო ჯარის გადაწყობა ნორმალურად. ხოლო დემეტრეს და დავითის მიერ დროის გამოთვლა ისეთი სიზუსტით იყო გამოანგარიშებული, რომ მათ ერთად უწიეს ილღაზის არმიას.

ფეხით მოსიარულე დემეტრეს ჯარი არ ჩამორჩა დავითის ცხენოსან ჯარს. ამ დროს უკვე შუაგულიც დუღდა. თუმცა დიდგორამდე ორი პატარა შეტაკება განზრახ მოახდინა დავითმა და ორივე შეტაკება თითქმის უომრად ,,წააგო“. ილღაზი ამით კიდევ უფრო დარწმუნდა თავის გამარჯვებაში. დიდგორის ველზე მდგარი ილღაზის არმია კიდევ უფრო შემჭიდროვდა და ფეხის მონაცვლის საშუალება მთლად მოესპო.

ზუსტად სამ საათში დავითმა დაუმტკიცა მთელ ახლო აღმოსავლეთს და სელჩუკთაგან აკანკალებულ ევროპას, რომ იმდროინდელი მუსულმანური სამყაროს დამამხობელი ძალა მხოლდ ქართული მიწიდან მოდიოდა. ერთი წლის შემდეგ, ილღაზი დიდგორის ბრძოლაში უკურნებელი ჭრილობით სულიერად და ფიზიკურად დაღდასმული მომკვდარა.

ისტორია დიდგორის ბრძოლაზე, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ