ია შუღლიაშვილის და ბესო მეგრელიშვილის ტანდემი

ია შუღლიაშვილის და ბესო მეგრელიშვილის ტანდემიბესო მეგრელიშვილის და ია შუღლიაშვილის სამსახიობო ტანდემი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე შედგება.

7 და 8 მარტს, 20 საათზე, მცირე სცენაზე მამუკა სალუქვაძის პიესის „სიმარტოვე“ პრემიერა შედგება.

სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, სცენოგრაფია ელისაბედ ჭიჭინაძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძეს, მუსიკალური გაფორმება კი ალექსანდრა ლორთქიფანიძეს.

წარმოდგენაში ნაჩვენებია ცოლ-ქმრული ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი. ერთ ჭერქვეშ მცხოვრები, ერთ დროს მოსიყვარულე ცოლ-ქმრის ცხოვრება, რომელიც წლებთან ერთად უფერულდება და ყოველდღიურ რუტინად იქცევა. დგება გაუცხოვების ეტაპი.

სწორედ აქედან იწყება ყოველდღიური დიალოგები საკუთარ თავთან: როდის და რატომ ჩნდება ცოლ-ქმარს შორის ბზარი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმავდება? როდის და რატომ კარგავენ ადამიანები ერთმანეთს?

ეს და სხვა მნიშვნელოვანი კითხვები ისმება თანამედროვე ამბავში, სახელწოდებით „სიმარტოვე“, რომელიც მოზარდმაყურებელთა თეატრის უფროსი ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.