30 მარტი, 2019

გიორგი კელაპტრიშვილს უზრდელობაში ადანაშაულებენ

გიორგი კელაპტრიშვილს უზრდელობაში ადანაშაულებენ“მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებულს გიორგი კელაპტრიშვილს უზრდელობაში ადანაშაულებენ.

მანანა დოიაშვილი:

“ალბათ, ბევრი წელია ფბ-ზე ვარ და ამ ხნის მანძიზე 2 ადამიანმა დამბლოკა სულ!

ერთი – თამარა ჩერგოლეიშვილი იყო, რომელმაც ნიკა გვარამიას დაცვის გამო დამბლოკა და მეორე, ჩემდა სამწუხაროდ და მისდა სამარცხვინოდ, გიორგი კელაპტრიშვილი “მხოლოდ ქართულის” (დაუმსახურებლად, ჩემი აზრით) გამარჯვებული!

რომელსაც გუშინ პირველივე წარუმატებელი კონცერტი ჰქონდა ბათუმის ,,ინტურისტის“ ფოიეში!
კელაპტრიშვილი მე მოვიწონე ნანა გვარმიანთან ერთად შესარჩევ ტურზე და გადავიყვანეთ, თუმცა ასევე უზრდელად მოექცა ნანასაც!

ორჯერ გადავარჩინე, რომ ლაივზე არ ჩავარდნილიყო და ყველანაირად მხარში ვედექი!

წუხელის, კონცერტამდე გამამხნევებელ-მხარდასაჭერი პოსტი დავუდე გვერდზე!
ამის მერე, უცბად დამბლოკა, გაურკვეველი მიზეზების გამო!

რა გითხრათ, ჩერგოლეიშვილი ცნობილი გიჟია და…
კელაპტრიშვილი – შეუმდგარი სი.ი აღმოჩნდა!
გენიოსია რუსთველი: ,,ყვავი რომ ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია!”