12 მარტი, 2019

ღმერთო, მიიღე ვედრება – ვაჟა–ფშაველა

არწივი ვნახე დაჭრილი”ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული – შენ, ლეში – მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი – წყალს, ცასა – ვარსკვლავი,
შვილი – დედას და მამასა.”