29 მარტი, 2019

ბექა გოჩიაშვილის უარი მოსკოვს და სანკტ-პეტერბურგს

ბექა გოჩიაშვილის უარი მოსკოვს და სანკტ-პეტერბურგსმუსიკოს ბექა გოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, ის მონაწილეობას არ მიიღებს სტენლი კლარკის ბენდის მიერ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ კონცერტებში.

საგაზაფხულო კონცერტებს ლეგენდარული სტენლი კლარკი 5 აპრილიდან დაიწყებს. პირველი კონცერტი საფრანგეთში ჩატარდება. 12 კონცერტს უმასპინძლებენ ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, სლოვაკეთი, კაბო ვერდე და რუსეთი.

ქართველი ჯაზ-პიანისტის გადაწყვეტილებით, ბექა 12-დან 10 კონცერტში მონაწილეობას მიიღებს, რუსეთის ქალაქებში – მოსკოვსა და სანკტ პეტერბურგში კი სტენლი კლარკის ბენდი ქართველი მუსიკოსის გარეშე წარსდგება.