27 მარტი, 2019

ბაბი ნიუტონის უკანასკნელი სიმღერა

ბაბი ნიუტონის უკანასკნელი სიმღერაბაბი ნიუტონი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სიმსივნის დიაზნოგი 2015 წელს დაუდგინეს და განუცხადეს, რომ მხოლოდ 6 თვე იცოცხლებდა.

ასეთი მძიმე დიაგნოზის მიუხედავად, ბაბიმ მთელი თავისი ძალები შემოქმედებისკენ მიმართა და ნაოპერაციებმა საქართველოში რეკორდიც დაამყარა – ფორტეპიანოზე 25 საათის განმავლობაში გაუჩერებლად დაუკრა.

თამარ ბაბილუას შემოქმედებიდან ბოლო სიმღერა “საქართველოს ვასრკვლავის” ფინალში გაჟღერდა. ბაბის დაწერილი სიმღერა “ევროვიზიის” რეპერტუარის შესარჩევი კონკურსის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

“მე მჯერა” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც “საქართველოს ვასრკლავის” ფინალში გიორგი ფრუიძემ შეასრულა.

პროექტის დასრულების შემდეგ კი თამარ ბაბილუა პირველი არხის თანამშრომელი გახდა – მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტების მუსიკალურად უნდა გაეფორმებინა.