არაჩვეულებრივი ინიციატივა ნანა მჭედლიძის სახელის უკვდავსაყოფად

არაჩვეულებრივი ინიციატივა ნანა მჭედლიძის სახელის უკვდავსაყოფადკინორეჟისორისა და მსახიობის ნანა მჭედლიძის სახელის უკვდავსაყოფად თბილისში არაჩვეულებრივი ინიციატივა განხორციელდა.

საბურთალოზე რეჟისორის სახელობის სკვერი გაიხსნა, რომელიც ამიერიდან ყველას შეახსენებს ნანა მჭედლიძის სახელს და მის დაუვიწყარ შემოქმედებას.

ფილმების “იმერული ესკიზები”, “პირველი მერცხალი”, “დანაშაული მოხდა”, “დიდედები და შვილიშვილები” ავტორი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად იგი მშობლიურ ხონში დაკრძალეს.