ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი – ოთარ ჭილაძე

ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი - ოთარ ჭილაძე”ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი
და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს:
ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,
სახლი, რომელიც გადავიყვარეთ.
სამაგიეროდ… სამაგიეროდ,
ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს…
შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,
საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი.”