ვაჟა ფშაველას ერთგული ნინო ფურცელაძე

ვაჟა ფშაველას ერთგული ნინო ფურცელაძენინო ფურცელაძე ვაჟა ფშაველაზე იყო შეყვარებული და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

მეგი ყურაშვილი:

“ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა, ვაჟა ჰყვარებია.

ვაჟას უთქვამს: – თქვენ მთაში ვერ გაძლებთ, მე კი ბარადო.

როცა გარდაცვლილა ნინო, დებს საფლავში ვაჟას ფოტოსურათი ჩაუყოლებიათ.

“მე ვაჟას მეტს არავის გავყვებიო” უთქვამს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე.

როცა ქაშუეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს, თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღმოხდა.

მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს, ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში.

ეს იყო ნინო, ამის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია.”