27 თებერვალი, 2019

უკრაინა “ევროვიზია 2019”-ს გამოეთიშა

უკრაინა "ევროვიზია 2019"-ს გამოეთიშაუკრაინა და მისი კონკურსანტი მომღერალი მარუვი “ევროვიზია 2019”-ს გამოეთიშა. ამის მიზეზი უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მომღერალს შორის შეთანხმების მიუღწევლობა გახდა.

27 წლის მომღერალს რუსეთში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მარუვი მზად იყო დაგეგმილი ტურნე კონკურსის სანაცვლოდ გაეუქმებინა, თუმცა 7-საათიანი მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.

უკრაინის საზოგადოებრიმა მაუწყებელმა შიდაშესარჩევი კონკურსის მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს შესთავაზა ქვეყნის სახელით ევროვიზიაზე გასულიყვნენ, თუმცა ჯგუფებმა „თავისუფლამა ჯაზმა“ და „კაზკამ“ მარუვის ნაცვლად მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.