7 თებერვალი, 2019

უკანონოდ გამოყენებული პეტრე ოცხელის ნამუშევრები

უკანონოდ გამოყენებული პეტრე ოცხელის ნამუშევრებიგენიალური ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ნამუშევრები უკანონოდ გამოიყენეს.

როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ განაცხადა, გერმანიის დედაქალაქში მოწყობილ რესტორანში პეტრე ოცხელის ნამუშევრები სრულიად უკანონოდ არის გამოყენებული:

“რამდენიმე დღის წინ ერთი ჩვენზე გადაკიდებული თუ გამოკიდებული ლაყაფი თავის “მრევლს” უმტკიცებდა, რომ ჩვენი მუზეუმის ექსპონატებზე ფოტოგადაღებისათვის არანაირი სახელმწიფო ნიხრი არ უნდა არსებობდეს.

ახლა კი ბერლინიდან, აი, ეს ფოტო-მასალა მივიღე. ვიღაცას გერმანიის დედაქალაქში ბიზნესი დაუწყია, ბრწყინვალე რესტორანი მოუწყვია, რომელიც ჩვენთან და მარჯანიშვილის თეატრში დაცული პეტრე ოცხელის ნამუშევრებით მოურთავს, ეს ნახატები განუთავსებია, კედლებზე, თეფშებზე და ა.შ.

ამ ფაქტის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ამას სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე საკუთარი ბიზნესის კეთება ჰქვია. არსადაა მითითებული არც ავტორის ვინაობა, არც მუზეუმი, სადაც ეს ნახატები ინახება! ანუ ტიპს საკუთარი ბიზნესის კეთება ისე უნდა, რომ სანაცვლოდ პოპულარიზაციასაც კი არ უწევს არც მხატვარს და არც ამ მემკვიდრეობის მომვლელს და მფლობელს!

მსოფლიოში ეს ასე არსად ხდება! რესტორნის მფლობელს არ მოუმართავს ჩვენთვის და სახელმწიფო ნიხრის გადახდაზე არცაა ლაპარაკი, მხატვრის ვინაობის მითითებაც კი არ სურს და თვითნებურად ყველა ნახატიდან წაუშლია მხატვრის ხელმოწერა.

ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია და, რა თქმა უნდა, ჩვენც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება!”

უკანონოდ მითვისებული პეტრე ოცხელის ნამუშევრები