28 თებერვალი, 2019

შოთა იათაშვილის ორიგინალური ექსპერიმენტი

შოთა იათაშვილის ორიგინალური ექსპერიმენტიპოეტ შოთა იათაშვილის შემოქმედება პოეზიის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი. მან გადაწყვიტა ერთი ორიგინალური ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და პოლიტიკოს არჩილ თალაკვაძის ლექსი თავისად გაასაღა:

“დღეს გამთენიისას ლექსი დავდე, რომელიც ჩემად გავასაღე. არადა, ის იმ პოლიტიკოსის იყო, რომლის ერთი პოეტური ნიმუში გუშინ საყოველთაო დაცინვისა და ლაზღანდარობის ობიექტი გახდა. ლექსმა მოწონება დაიმსახურა. მან რამდენიმე საათში უკვე 50-ზე მეტი ლაიქი და გული დაიმსახურა. არცერთი, ასე ვთქვათ, დაჰაჰავება. ანუ ყველამ ეს ლექსი სერიოზულად მიიღო და მოიწონა, ვერავინ მიხვდა, რომ მე აქ რაღაცას ვიტყუებოდი. სხვათა შორის, ლექსის მომწონებელთა შორის საკმაოდ არიან ჩემი მეგობრები – კარგი პოეტები, კრიტიკოსები და მთარგმნელები. რატომ მოხდა ასე?”

აი, არჩილ თალაკვაძის ლექსიც სახელწოდებით “ის რომ”:

ის რომ ვაშლის ყვავილების მოთმინება
მხოლოდ გაზაფხულით შემოიფარგლება,
ცა რომ ქვევით იყოს საკმარისია ობიექტივის შემობრუნება,
ფოთლები ქარს გადარჩენის მიზნით მიჰყვებიან,
მუზები ხელოვნების მუზეუმში ცხოვრობენ,
ყვავილები იმისთვის შეიქმნა, რომ გამოვიცნო თუ გიყვარვარ…
და რომ მკვდარ პეპლებს წილად რიცხვებს არ უმატებენ,
არის უწყინარი პოეზია.”