12 თებერვალი, 2019

საოცარი ამბავი გურამ პეტრიაშვილისგან 

საოცარი ამბავი გურამ პეტრიაშვილისგან მწერალ და პოეტ გურამ პეტრიაშვილისგან მისი ლექსით “ამბავი” ცრემლ-კაცისა და ქალის საოცარ ისტორიას ვიგებთ:
“გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე
ამბავი მოხდა უმაგალითო:
ქალი მისულა უყელსაბამო,
უბრილიანტო, უმარგალიტო,
უმანქანო და უმდიდრულქურქო,
უსაყურო და უსამაჯურო,
უქმრო, ჩამქრალი და უღიმილო,
უჯამაგირო, უსამსახურო..
..მისულა ქალი მაღალ დარბაზში
და არხეინი შეძრულა ხალხი:
ცისფერ-ვარდისფერ მათ გარემოში
კაბა ქალისა შეჭრილა თალხი..
მერე.. ისეთი რამე მომხდარა,
კინაღამ ყველა გადარეულა:
ქალს დიიდი ცრემლი ჩამოვარდნია
და ცრემლი – კაცად გადაქცეულა!..
ქალს დაუწყია ცრემლ-კაცთან ცეკვა
და კაცის მხარზე დაუდევს თავი…
ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვი, თალხი
და კაცსაც სცმია პიჯაკი შავი..
გაშეშებულა უცებ სუყველა..
გაშტერებოდა სუყველას თვალი,
ზღაპრული იყო სანახაობა:
როგორ ცეკვავდა ცრემლ-კაცთან ქალი..!
ისე ზღაპრული, ისე ლამაზი..
წამოუვიდა ყველას ცრემლები..
გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა
აფეთქებული თეთრად ტყემლები..
და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში
ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი..
ძირს დარჩა- უცბად დაბრძენებული, გაოგნებული,
უწინ – ცრემლების, ბედნიერების
არმცოდნე ხალხი..!”