9 თებერვალი, 2019

მწერლების სამართლიანი კრიტიკა ოთარ ჭილაძისგან

მწერლების სამართლიანი კრიტიკა ოთარ ჭილაძისგანმკითხველი მიჩვეულია სიმართლეს ოთარ ჭილაძისგან. მწერალი ყოველთვის ჭეშმარიტების სარკეში გვახედებს და გვაიძულებს, რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ:

“წერა დღესაა ადვილი, მაგრამ იმიტომ კი არა, ცენზურა რომ აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა გათავისუფლებისთანავე უარი თქვა მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად “თანამედროვე” და “აქტუალური” თემებით დაინტერესდა, როგორიცაა: ჰომოსექსუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა.

ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ თავისუფალი ადამიანისთვის. დღეს კი, მეტ-ნაკლებად თავისუფალ საქართველოში, მონებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება, და რაც მთავარია ყაზბეგზე, ჯავახიშვილზე (და ა. შ.) უკეთ იყიდება.

ჩვენ გვყავს მწერლები, რომლებიც ქართულად კი წერენ, მაგრამ ქართული ეროვნული სულისკვეთება არ გააჩნიათ. მხატვრულად რომ ვთქვათ, ჰემინგუეის ნაბიჭვრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ყაზბეგის კანონიერ მემკვიდრეებს.

უკულტურობის გამოხატულებაა უცხოურის გაფეტიშება და ეროვნულის უგულებელყოფა.”