14 თებერვალი, 2019

მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა69 წლის ასაკში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის უნიჭიერესი მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა.

მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მსახიობის დასახმარებლად მისი საბანკო ანგარიშიც გამოაქვეყნა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

გია ტყეშელაშვილი რუსთავის თეატრში თითქმის 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდში მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი სასცენო სახე შექმნა, სპქეტაკლებში ,,ცილინდრი“, ,,რას იტყვის ხალხი“, ,,დღე სასწაული“, სოლომან მორბელაძე”, ,,ურემი გადაბრუნდა“, ,,ცოდვის შვილები“, ,,ყვარყვარე“, ,,თეთრი ბაირაღები“, ,,ჰამლეტი“, ,,დავით აღმაშენებელი“, ,,კვაჭი კვაჭანტირაძე“, ,,დედა დედოფალი“…

– რუსთავის თეატრისთვის უდიდესი დანაკლისია უნიჭიერესი მსახიობის წასვლა. მშვიდობით, ბატონო გია! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული! – ასე ემშვიდობება მშობლიური რუსთავის თეატრი გარდაცვლილ მსახიობს.

გია ტყეშელაშვილს უკანასკნელ გზაზე 16 თებერვალს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლიდან გააცილებენ.