მარიამ მამადაშვილი ბროდვეი შოუს სპექტაკლში

მარიამ მამადაშვილი ბროდვეი შოუს სპექტაკლშისაბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მომღერალი მარიამ მამადაშვილი ბროდვეი შოუს სპექტაკლში მაყურებლის წინაშე წარსდგა.

ქართველი მომღერლის დებიუტს ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი დაესწრო:

“დავესწარი ჩვენი, საქართველოს სიამაყე ბავშვის მარიამ მამადაშვილის დებიუტს ბროდვეი შოუს სპექტაკლში!

ეს ბავშვი გახლავთ საქართველოს სახელით უკვე გამარჯვებული ევროვიზიის ცნობილ კონკურსზე. თუმცა რაც დღეს ვნახე, კიდევ ერთი დადასტურებაა მისი სწორად და პროფესიონალურ დონეზე განვითარების.

რეალურად, ლაივში მოვისმინე ბავშვის შესაძლებლობები, რომელიც მის ასაკთან შედარებით აცილებით დიდი მასშტაბებისაა. მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო მარიამს და მივულოცო ყველა მისი ოჯახის წევრს, რომლებიც დღეს ამაყები და ყველაზე ბედნიერები იყვნენ…

პ.ს. მალე ეს ფოტო ფასდაუდებელი იქნება და მიხარია, რომ მოვახერხე შენი ამერიკული და მსოფლიო კარიერის მნიშვნელვან მომენტში ჩვენი ერთად გადაღება.”