6 თებერვალი, 2019

ეს არის თეატრის დანიშნულება – გენიოსი მიხეილ თუმანიშვილი

ეს არის თეატრის დანიშნულება - გენიოსი მიხეილ თუმანიშვილიმიხეილ თუმანიშვილი თეატრის განსაკუთრებულ დანიშნულებაზე არა მარტო სიტყვით, არამედ საკუთარი სპექტაკლებითაც საუბრობდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ თეატრმა ადამიანს მშვენიერების რწმენა უნდა დაუბრუნოს:

“თეატრმა უნდა დაუბრუნოს ადამიანებს მშვენიერების რწმენა, რაც მათ ისტორიის გრძელ გზაზე დაკარგეს. რწმენა ეროვნული იდეალებისა და ძალების მიმართ. მოაგონოს ხალხს, რომ ყოველივეში ჩადებულია უმაღლესი აზრი, მისია. ჩვენ მისიონერები ვართ. რწმენა და იმედი უნდა ვიქადაგოთ. ეს არის თეატრის დანიშნულება…

თეატრო! მე შენ მიყვარხარ!

მე შენ მიყვარხარ საპრემიერო დღეებშიც, როდესაც, თითქოს სამეჯლისოდ მორთულ-მოკაზმული, ჩირაღდნებითა და ფერებით ხარ აკაშკაშებული, და მიყვარხარ ჩვეულებრივ, უღიმღამო, ზოგჯერ დამრთგუნველ დღეებშიც: მე შენ მიყვარხარ ღამით, როდესაც სპექტაკლის შემდეგ შეიძლება შენს სავარძელში მოკალათდე და მღელვარებით უცქირო ნახევრადჩაბნელებულ დარბაზს, ერთადერთი საკონტროლო, მორიგე ნათურა რომ ანათებს მხოლოდ…

…მე შენ მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ…”