2 თებერვალი, 2019

ეკა კვალიაშვილი: “იქნებ გამოადგეს ვინმეს”

ეკა კვალიაშვილი: "იქნებ გამოადგეს ვინმეს"– იქნებ გამოადგეს ვინმეს და სრულიად შეცვალოს ცხოვრება, ახალ ეტაპზე გადავიდეს. გისურვებთ დიდ სიყვარულს და ბედნიერებას, – აცხადებს მომღერალი ეკა კვალიაშვილი და საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს:

“თქვენი ცუდ ხასიათზე ყოფნის მიზეზი, სტრესი, საკუთარი თავით უკმაყოფილება გამოწვეულია თქვენივე კონცენტრაციით ნეგატივზე, რომელსაც შეპყრობილი ჰყავხართ. ესეც ელემენტალური მაგალითი: ვიღაც გეტყვით კომპლიმენტს ან შეგაქებთ და 2 წუთში დაივიწყებთ, აი, თუ გეტყვიან რაიმეს ნეგატიურს, შესაძლოა, მთელი დღეები იფიქროთ და ატრიალოთ გონებაში.

დავუშვათ მიდიხართ ქუჩაში და დაინახეთ ძაღლის მოსაქმებული, გაჩერდებით სპეციალურად ჩადგამთ ფეხს შიგნით და დაიწყებთ ამ სიბინძურის ქექვას? სახლში წაიღებთ და გემოს გაუსინჯავთ, დააკვირდებით იმ ჭიებს, რომელიც დაფუთფუთებენ ამ სიბინძურეში? თუ გადააბიჯებთ და ბედნიერად გააგრძელებთ გზას?

ასევეა ნეგატივიც, გამოგიგზავნეს? ყურადღებას არ აქცევთ, აგრძელებთ გზას და ის ნეგატივი კი ჩაგივლით გვერდზე და ვერ შეგეხებათ! ხო და გეყოფათ ქაქში ჯდომა!!!

აბა, ახლავე, სასწრაფოდ გავიღიმეთ და გავაგრძელეთ ცხოვრება!!! მიყვარხართ მე თქვენ ძალიან.

მოქმედებას ყოველთვის ახლავს შედეგი, რომელიც შეიძლება სავალალო იყოს, ამიტომ, სანამ გადადგამ ნაბიჯს, იფიქრე…

ადამიანები სადაც არ უნდა გაიქცნენ, საკუთარ თავს ვერ გაექცევიან. რატომ ცდილობს ადამიანი, ასე თავგამოდებით და რისკის ფასად არ იყოს ადამიანი, ღვთიური არსება, სამოსელ-პირველ გაუხარჯავ-გაუფანტავი.

რატომ ცდილობს ადამიანი, დაკარგოს თავისი საკუთარი ძირითადი 4 სხეული-ფიზიკური, ეთერული (სული), მენტალური და ემოციური, და რატომ ცდილობს გახდეს ბიორობოტი….

საკუთარ თავს ადამიანი ვერ გაექცევა, ვერ დაემალება, მხოლოდ საკუთარ თავშია გადარჩენა, ამის იარაღი კი: სიყვარულია… სიკეთეა…. პოზიტივის გამრავლებაა და ბედნიერი თანამოქმედებაა ერთმანეთის მიმართ.

რასაც უსურვებ სხვას, იგივეს გიგზავნის სამყარო, რადგან ეს შენი სურვილი ჰგონია, ამიტომ იაზროვნე პოზიტიურად, ისაუბრე და აკეთე საქმე სიყვარულით, რათა ისევ შენთან დაბრუნდეს ეს დადებითი მუხტი…

სისადავეშია მშვენიერება, უბრალოებაშია სიბრძნე… დააკაკუნეთ და გაგეღებათ. მე თქვენ მიყვარხართ. მე მიყვარს ყოველ თქვენთაგანში ის ღვთიური საწყისი, რითიც დავიბადეთ!!! გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

გისურვებთ ტრანსფორმაციას მიმართულებით “პოზიტივი და სიყვარული!”