22 თებერვალი, 2019

“ჩვენი საზოგადოების ყველაზე საზიზღარი თვისება ფარისევლობაა”

"ჩვენი საზოგადოების ყველაზე საზიზღარი თვისება ფარისევლობაა"– ჩვენი საზოგადოების ყველაზე საზიზღარი თვისება ფარისევლობაა, – ამას წლების წინ კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ამტკიცებდა და რთულია მას არ დაეთანხმო:

“ჩვენი საზოგადოების ყველაზე ცუდი, მეტიც – საზიზღარი თვისება ფარისევლობაა – თავისა და სხვების მოტყუების უნიჭო და უწყვეტი სპექტაკლი, რომელშიც ყველა ყველა დანარჩენს რაღაცას ტყუილითა და თავის მოკატუნებით უმტკიცებს, და სადაც თითქმის ყველას სხვის ხარჯზე ცდილობს გამოჩნდეს უფრო წესიერი, უფრო პატიოსანი, უფრო “სვეტი”, უფრო ინტელექტუალი, უფრო მდიდარი, უფრო ნიჭიერი, უფრო პატრიოტი, უფრო კდემამოსილი, უფრო მორწმუნე, უფრო აგნოსტიკოსი, უფრო ლიბერალი, უფრო სუფთა და უფრო ყველაფერი.

როგორ მშურს ირლანდიელების, რომლებიც თავის IRA-ს ტიპებსაც კი გმირ შვილებს ეძახიან; როგორ მშურს ებრაელების, ვინც თავის ჯარისკაცებს და ვეტერანებს მოროდიორებს არ ეძახიან; როგორ მშურს ამერიკელების, ვინც ერთმანეთს არ უბღვერენ ქუჩებში; და როგორ მშურს ყველა დანარჩენი ერის, რომელიც თვითსაბოტაჟური ინფანტილიზმით არაა შეპყრობილი!”