ზურა ყიფშიძის მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე

ზურა ყიფშიძის მოგონება ლიკა ქავჟარაძეზექართული კინოს ულამაზეს მსახიობზე ლიკა ქავჟარაძეზე საინტერესო მგონება აქვს ზურა ყიფშიძეს:

“კალმით ნახატი ლიკა, მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში… მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას.

“როცა აყვავდა ნუშის” გადაღებისას გავიცანი, მე 17 წლის ვიყავი, ლიკა – 13-ის. პატარა სცენა ჰქონდა – ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი “ბანდა” – რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო.

შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად. ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება თან – ნიჭიერი. მისი აუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა. უკვე დიდი ხანია ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია.

ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ.”