თეატრი “ვერიკო” მისამართს იცვლის

თეატრი "ვერიკო" მისამართს იცვლისკოტე მახარაძის მიერ დაარსებული თეატრი “ვერიკო” მისამართს იცვლის.

წლების წინ მსახიობის მიერ ფიქრის გორაზე დაარსებული ერთი მსახიობის თეატრი, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძის სახელს ატარებს, ამიერიდან ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დაიწყებს ფუნქციონირებას.

კოტე მახარაძის დაარსებულ თეატრში მონოსპექტაკლებს თამაშობდნენ ცნობილი მსახიობები, იმართებოდა შეხვედრები. მისი გარდაცვალების შემდეგ, თეატრის ხელმძღვანელობა სოფიკო ჭიაურელმა ითავა. სოფიკოს ამქვეყნიდან წასვლამ კი თეატრის გაჩერება გამოიწვია.