24 იანვარი, 2019

თამუნა მუსერიძე დახმარებას ითხოვს

თამუნა მუსერიძე დახმარებას ითხოვსტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე დახმარებას ითხოვს. იგი უკვე წლებია თავის ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს:

“ამ თემაზე ერთხელაც დავწერ, დახმარებისთვის ერთხელაც მოგმართავთ და ბოლო იქნება.

ეს იმ ადამიანის ფოტორობოტია, რომელმაც 1984 წლის სექტემბერში თბილისის მეორე სამშობიაროში გამაჩინა.

გადმოცემით (მაგრამ არა დაზუსტებით) ვიცი, რომ იყო სამტრედიიდან და ქონდა მუსიკალური განათლება . როგორც ამბობენ “მამაც” სამტრედიელი იყო, ნომრიან სათვალეს ბავშვობიდან ატარებდა და ისიც მუსიკოსი გახლდათ. როგორ შეიძლება 2 ადამიანი ცამ, ან მიწამ ჩაყლაპოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია…

თუ ვინმეს ფოტო გეცნობათ, მსგავსი ისტორიისთვის ყური მოგიკრავთ, ან 1984 წელს მეორე სამშობიაროში იმშობიარეთ, გთხოვთ გამომეხმაუროთ. ანონიმურობა გარანტირებულია.”

თამუნა მუსერიძე დახმარებას ითხოვს