21 იანვარი, 2019

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალაბუდაპეშტში ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.

34 წლის ტელეწამყვანი ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევანის გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. ის სასტუმროს ნომერში იპოვეს.

ლევანმა თავისი ჟურნალისტური კარიერა რადიო “ჯაკოში” დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში კი ჟურნალისტად და წამყვანად მუშაობდა ტელეკომპანიებში: “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია”, “მე-9 არხი”.

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო.