30 იანვარი, 2019

ტარიელ ჭანტურია: “მტრის წისქვილზე ასხამს წყალს!”

ტარიელ ჭანტურია: "მტრის წისქვილზე ასხამს წყალს!"პოეტი ტარიელ ჭანტურია თავის გულისტკივილს საკუთარ ლექსებში გამოთქვამს.

მისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საქართველო საქართველოს თავად ამარცხებს:

“მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და
ასხამს სისხლს და
ასხამს ცრემლს! –
რახანია, საქართველო
საქართველოს ამარცხებს!
დღეს სამასი არაგველის ფაფარაშლილ სამას ცხენს
ვინ იხსენებს! – საქართველო
საქართველოს ამარცხებს!
ორმაგ ორიენტაციას – საეჭვოს და ალმაცერს –
რას გაუგებ – ვინ ვის როდის რატომ
როგორ ამარცხებს…
კიდევ კარგი, უკეთესი უარესს თუ ამარცხებს,
მაგრამ ამის გარანტიას ჩვენ არავინ არ გვაძლევს…
დრო რომ დროა, ჩვენს ტკივილებს
ისიც კი ვერ აქარწყლებს,
ვერც ქვეყნიდან გაქცევა და უცხო ზეცა აქარწყლებს…
მგლოვიარე გულით ხვდები ამ დროს კაცი ახალ წლებს…
არ შევრიგდეთ? – საქართველო
საქართველოს ამარცხებს.”