6 იანვარი, 2019

“შობის ღამეს ყველა ნატვრა ხდება” – სასწაული ხდება

შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ყველას ამაღლებული განწყობა აქვს.

მორწმუნეებს სჯერათ, რომ სასწაული ხდება და შობის ღამეს ყველა ნატვრა ხდება.

პეტრე კოლხი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ლექსით გვილოცავს:

“შობის ღამეს ყველა ნატვრა ხდება,
ჩემი ღმერთი იბადება რადგან.
ცა ფიფქებით სილამაზეს ყვება…
და თვალებში სიხარული ჩადგა…

ვარსკვლავები დაიწყებენ ციალს,
გზა შენამდე გამიძღვება შემდეგ…
შენ ხომ ჩემი სასწაული გქვია,
მე რომელსაც მთელი გულით ვენდე…

ჩაგიფიქრებ და ვინატრებ რამეს,
რამეს ისეთს, შენ რომ გგავდეს რამით…
მოდის, შობის უთეთრესი ღამე…
სულ შენ გნატრობ საშობაო ღამით!..”