Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საშობაო მილოცვა – ორიგინალური ტრანსფორმაცია

7 იანვარი, 2019

საშობაო მილოცვა - ორიგინალური ტრანსფორმაცია ისტორიკოსი ბუბა კუდავა საშობაო მილოცვის 300-წლიან ისტორიას აცოცხლებს. მილოცვების ისტორია 1719 წელს იწყება და 2019 წელს სრულდება:

“1719 წელი – რა შორიდამ მითვლი მოკითხვასა, თუ მოლოცვა გინდა, ჩამო აქა და თითო კოკა ღვინო დავლიოთ, შე ბემურაზო, შენა!

1819 წელი – რა ღობის გადაღმიდან იძახი, თუ მოლოცვა გინდა, კარში შამოდი და თითო ყანწი დავცალოთ, რაღა!

1879 წელი – რა წიგნის მოწერა აგიტყდა, თუ მოლოცვა გინდა, მობძანება და ორი სიტყვის თქმა აღარა გწადიან?

1919 წელი – ეს ატკრიტკა რაღა ჯანდაბაა, თუ მოლოცვა გინდა, ერთი-ორი ფურცლის მოწერა არ შეგიძლიან?

1979 წელი – ეს ტელეფონზე დარეკვა რა იცი, თუ მოლოცვა გინდა, მოდი და პირადად მომილოცე, შე კაცო!

1999 წელი – ეს მესიჯი რა უბედურებაა, თუ მოლოცვა გინდა, აკრიფე ნომერი და ერთი-ორი სიტყვა მითხარი, ხმა გამაგონე, ტო!

2019 წელი – გიფებს ნუ მიგზავნით, თუ მოლოცვა გინდა, ერთი-ორი სიტყვის მოწერა რა გახდა!

შობას გილოცავ, უკმაყოფილო ერო!”