რობერტ სტურუას გაფრთხილება – “ერთი წელიც უნდა ამიტანოთ”

რობერტ სტურუას გაფრთხილება - "ერთი წელიც უნდა ამიტანოთ"რეჟისორ რობერტ სტურუას მაყურებლის გაფრთხილება მოუწია. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ერთი წლის შემდეგ საყვარელი საქმისთვის თავის დანებებას აპირებს:

“შემთხვევით ვუყურე ამერიკულ კინოკომედიას (ვერ ვიტან). ძალიან ცნობილი მსახიობები თამაშობდნენ… მაგრამ ბებრები.

განსაკუთრებით ერთმა, უდიდესმა მსახიობმა მამაკაცმა დეპრესიის ჭაობში გადამისროლა. ოდესღაც ნამდვილი კინოკერპი და ოსტატობის საოცარი ნიმუში დაბერებული ცდილობდა ეკრანზე კვლავ ახალგაზრდა ყოფილიყო… ვინც არ იცის მისი ბრწყინვალე წარსული, იფიქრებდა, რა უნიჭოაო და ზიზღით გამორთავდა ტელევიზორს.

უეცრად ჩემი თავი გამახსენდა: არ ჯობდა დროზე წავსულიყავი მარილზე, გავიფიქრე ჩემთვის. აღარავინ იტყოდა ნერვებმოშლილი: კიდევ ცოცხალია ეს არამზადა!

ვიქნებოდი ჩემთვის სამტრედიაში თედორე სტურუას საფლავის გვერდით. მშვიდად მივუწვებოდი ნაბაკევის მიწაში დიდ ბაბუაჩემს. თეატრალებიც დაწყნარდებიან (განსაკუთრებით ერთი მეფისტო გაიხარებს).

გპირდებით, ერთი წელიც უნდა ამიტანოთ. მერე თქვენი იქნება ეს არც ისე საოცარი ქართული თეატრი.”