ომარ ხაიამის რჩევა – “მიენდე სამყაროს და იყავი მადლიერი”

ომარ ხაიამის რჩევა - "მიენდე სამყაროს და იყავი მადლიერი"სპარსელი პოეტის და ფილოსოფოსის ომარ ხაიამის რჩევა თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად გამოგვადგება.

ხშირად ადამიანები ბუნების და ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ მივდივართ, ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის, გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გვახვევია გარშემო, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ ომარ ხაიამის აზრით, ეს სულაც არ არის ასე:

“ზოგჯერ მიზეზს, რის გამოც ადამიანები შენი ცხოვრებიდან მიდიან, არაფერი აქვს შენთან საერთო. მიზეზი ის არის, რომ თვით ღმერთი გაშორებს მათ, რადგან ისინი ვერ ივლიან იქ, სადაც ივლი შენ.

ხშრად ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად გვეჩვენება, ჩვენი მიზნისთვის უბრალოდ ზედმეტი ტვირთი, წინაღობა და ხელისშემშლელი ფაქტორია.

მიენდე სამყაროს და იყავი მადლიერი. ძალიან ხშირად, დიდი დანაკარგი – შენი დიდი შენაძენია.”