28 იანვარი, 2019

ნიკა რურუას საყურადღებო გზავნილი

ნიკა რურუას საყურადღებო გზავნილი50 წლის ასაკში გარდაცვლილი ნიკა რურუას საყურადღებო გზავნილი, რომელიც მან მომავალ თაობებს დაუტოვა.

კულტურის ყოფილი მინისტრის ძმამ გიორგი რურუამ გამოაქვეყნა წინასიტყვაობა (ნაწყვეტი), რომელიც ნიკა რურუამ დაურთო თავისივე თარგმანს ალბერ კამიუს “წერილი გერმანელ მეგობარს”:

“… სასარგებლოდ მიგვაჩნია მკითხველს ყველა იმ წარუმატებლობის დროებითობის შესახებ შევახსენოთ, რომელთაც არ შევეგუებით.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სწორედ განცდილ დამარცხებებშია მომავალი გამარჯვების ფესვი გადგმული.

თავისუფლება სხვათაგან მიუნიჭებადი ფენომენია, რომელიც მხოლოდ პიროვნებისა და ერის წიაღში შეიძლება დაიბადოს, როგორც მათი სამუდამო ფასეულობა, და რომ ამა თუ იმ ძლიერთა ფრთის ქვეშ თავშესაფრის ძიება, უღირსი, არც იმდენად უსაფრთხო და საბოლოო ჯამში წამგებიანი წამოწყებაა.”