16 იანვარი, 2019

ნანუკა გულუა: “ეს პრობლემა როგორ მოვაგვაროთ?”

ნანუკა გულუა: "ეს პრობლემა როგორ მოვაგვაროთ?"კითხულობს სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ნანუკა გულუა და იმ წერილს ასაჯაროვებს, რომელიც მან ერთ-ერთი გულშემატკივრისგან მიიღო:

“თქვენგან დიდი სიყვარულის, პატივისცემის და სითბოს გარდა არაფერი მახსენდება, მაგრამ ორგანულად ვერ ვიტან მეგრელებს, მძაგს საშინლად და ღიად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. მარიაჟობის, სიგოიმის, სოფლელობის ეტალონები არიან შენც ხომ კარგად იცი.”

ნანუკა გულუა:

“მთელი დღე ჩამიშხამა! ასეთი ბოღმა, ღვარძლი და მტრობა უბრალოდ გაგვანადგურებს! ერთ მშვენიერ დღესაც არ ვიარსებებთ! ვაფრენ ყველა ქართველზე, ვგიჟდები ყველა კუთხის დამახასიათებელ თვისებებზე!

რა გავაკეთოთ? როგორ მოვიქცეთ, რომ უბრალოდ პატივი ვცეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი! ეს პრობლემა როგორ მოვაგვაროთ? დახმარება სჭირდება ერს!

SOS! ტრენინგები საკითხზე, მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და ერთად დგომა არის საწინდარი განვითარების!”