ლაშა ღლონტი: “ასეთი ვირეშმაკობა არ გავუტაროთ არავის!”

ლაშა ღლონტი: "ასეთი ვირეშმაკობა არ გავუტაროთ არავის!"მომღერალი ლაშა ღლონტი ქართველი კომპოზიტორის რეზო ლაღიძის ცნობილი სიმღერის “თბილისო” მოპარვის ფაქტს ეხმაურება და თითოთეულ ქართველს სთხოვს, რომ ქართული კულტურის დასაცავად ხმა აუცილებლად ამოიღონ:

“იფიქრეს პატარა ქვეყანაა, არავინ არ იცის, რუსეთის რომელიღაც მივარდნილი პროვინციაა რას გაიგებენო და მოიპარეს ისე, როგორც გვპარავენ ხაჭაპურს, ჩურჩხელას, ცეკვებს, ისტორიას და ა.შ.

ამიტომ ნუ ვართ გასუსულები, როდესაც ,,გვახევენ” ყველაფერს – ეს სამშობლოა ჩვენი სამშობლოოო!!! და ნუ გვძინავს!!!

ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის გენეტიკა!!! არ ვამტკიცებ, რომ ყველაზე კარგები ვართ, მაგრამ იმას ყოველთვის დავამტკიცებ, რომ მსოფლიო ცივილიზაციის ერთი ლამაზი, დამოუკიდებელი, პატარა კერა ჩვენც ვართ და ამით უნდა ვიამაყოთ და გაასმაგებულად უნდა ვიშრომოთ, ვიომოთ ყველგან, ყველა ფრონტზე და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან, რომ ასეთი ვირეშმაკობა არ გავუტაროთ არავის და შთამომავლობამ არ გაგვლანძღოს!!!

ნუ ფიქრობთ, რომ სხვამ უნდა უპასუხოს და ეს ჩვენ არ გვეხება!!! ყველგან, ყველასთან ყველა დონეზე უნდა გაეცეს პასუხები ასეთ უმსგავსობებს!!! ჩურჩხელიდან დაწყებული “ვეფხისტყაოსნით” და ტერიტორიებით დამთავრებული!!!”