იცით ვინ იყო დათა თუთაშხიას პროტოტიპი?

იცით ვინ იყო დათა თუთაშხიას პროტოტიპი?ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანი “დათა თუთაშხია” ნამდვილ ამბავზეა დაწერილი.

როდესაც მწერალი ციხეში იჯდა, იქ გაიცნო დათა თუთახშიას პროტოტიპი – გუძა შელია და მისი მონაყოლის მიხედვით რომანი დაწერა. ჭაბუა ამირეჯიბი ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდა, რომ ნაწარმოები მოწმეთა მოგონებების მიხედვით შეიქმნა.

გუძა კაზას ძე შელია წალენჯიხის სოფელ საჩინოში დაიბადა. გვარი თუთაშხია მეჯოგეების გვარია. თუთაშხა მეგრულად ორშაბათ დღეს – მთვარის დღეს ნიშნავს. ისინი მეჯოგეობით ირჩენდნენ თავს, თუმცა აბრაგოქბდნენ კიდეც, რაც იმ პერიოდის საქართველოში საკმაოდ გავრცელებული იყო. აბრაგები ძირითადად წითელ ხელისუფლებას ებრძოდნენ.

არსებობს ვერსია, რომ დათა თუთაშხია თავისი დის – ელე შელიას გამო გააბრაგდა.

გადმოცემით, გუძა შელია იყო საშუალოზე მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შესახედავად წარმოსადეგი, ლურჯი თვალებით, კეხიანი ცხვირით, შავი ფერის ჩოხები და ცხენების ხშირი გამოცვლა უყვარდა.

ის სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მასაც რამდენიმე ქალბატონთან ჰქონდა ფლირტი. ერთ-ერთი ვერსიით, დათას ნანო თავყელიშვილი უყვარდა, ნანოც არ იყო გულგრილი მის მიმართ, თუმცა მას ქმარი ჰყავდა და ამ გრძნობაზე უარის თქმა მოუწია.

გუძა სინამდვილეში საკუთარ შვილს არ მოუკლავს, ის პატიმრობაში 1948 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაირცვალა.

გიგა ლორთქიფანიძის მიერ გადაღებულ ფილმში დათა თუთახშიას საკუთარი შვილი რომ კლავს, ეს მწერლისეული ვერსიაა და სინამდვილეს არ შეესაბამება.