გიორგი კელაპტრიშვილი “მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულია

გიორგი კელაპტრიშვილი "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულია“მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა, რომელიც ყველა საკონკურსო ტურში ხალხის რჩეული იყო.

მან პროექტისთვის დაწესებული მთავარი პრიზი – ოროთახიანი ბინა და სხვადასხვა პრიზები მოიგო.

ფინალში მოგებისთვის ოთხი კონკურსანტი ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი და ნოდარიკო ხუციშვილი იბრძოდნენ.

შოუს სპონსორებმა ათივე კონკურსანტს სხვადასხვა პრიზები გადასცეს.

”რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი სამივე ფინალისტი  ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი და ნოდარიკო ხუციშვილი  2.000-ლარიანი ერთწლიანი სტიპენდიით დაასაჩუქრა.