ძალიან საინტერესო ამბავი გალაკტიონ ტაბიძეზე

ძალიან საინტერესო ამბავი გალაკტიონ ტაბიძეზე ქართული პოეზიის მეფეზე გალაკტიონ ტაბიძეზე ძალიან საინტერესო ამბავი ვრცელდება:

“ძალიან, ძალიან საინტერესო ამბავი!

ჭყვიშში, გალაკტიონის პირად ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა ცნობილი ლექსის “შემომეყარა ყივჩაღი” უცნობი რედაქცია!

ლექსი ქვეყნდება პირველად. გაეცანით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

ტექსტი წარმოადგენს მინაწერს “ხევსურული პოეზიის” ბოლო გვერდზე.

***
საღამო იყო ბნელაი,
ვემზადებოდი ძილადა,
ჩემ ქმარმა შაიგვიანა,
არა სჩვეოდა წინადა.
თან მაიყვანა სტუმარი,
ბაღში ბულბული სტვინავდა.
უზმო ყოფილა ბეჩავი,
მშიერ მგელივით გმინავდა.
პურ-ღვინო ვაჭამ-ვასმიეთ,
ალაჰს მადლობას სწირავდა.
შეღვინებული ყივჩაღი,
მიმზერდა თან მიცინავდა.
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
ფიქრში მასთანა მძინავდა.
ჩემი ერთაი თვრებოდა,
ვეღარაფერსა ჰტვინავდა.
ალაპარაკდა სტუმარი,
თაფლი სწვეთავდა, სცვილავდა:
,,კარში ძაღლ არ გაიგდება…”
ცა იქცეოდა, გრგვინავდა.
,,ლოგინს გავუშლი ბეჩავსა,
მინამ ავდარი მინავლდა…”
ვეღარ ითმენდა ყივჩაღი,
ჟინი თავისას ჟინავდა.
ხელი მამხვია, მაკოცა,
გამალებული ქშინავდა.
ცეცხლივით ავენთებოდი,
ქმრის სარეცელზე ჰყინავდა.
ერთაი უკვე ბრაზობდა,
ძილში ფრანგულსა ჰპირავდა.”