16 იანვარი, 2019

დათო ევგენიძე: ”დუელში ვიწვევ კომპოზიტორებს!”

დათო ევგენიძე: ”დუელში ვიწვევ  კომპოზიტორებს!”კომპოზიტორი და პოეტი დათო ევგენიძე დუელში იწვევს კომპოზიტორებს, პოეტებს, პოლიტიკოსებს, დონჟუანებს და მთელ სამყაროს:

”დუელში ვიწვევ
კომპოზიტორებს
სცენაზე დავდგათ ფორტეპიანო…
თუ გინდა ამ დღეს
forte იყავი
და მე ვიქნები
შენთვის piano…
ოღონდ გთხოვთ მოდით
ამ სიყვარულის-
დუელზე აღარ დაიგვიანოთ…

დუელში ვიწვევ
სიტყვის მკენსავებს…
დღეს ჩემი ქვეყნის
მწერლებს
პოეტებს…
ჩემს ანგელოზებს
თუ ვეღარ უძლებთ
როგორ კითხულობთ
მაშინ გოეთეს…

დუელში ვიწვევ
პოლიტიკოსებს
რომ სიყვარული
ქვეყნის ვიცოდეთ…
ო როგორ მინდა
რომ თქვენც ჩემსავით
ქვეყნის ტკივილის
ალით იწვოდეთ…
….
დუელში ვიწვევ
ყველა დონჟუანს
და სეკუნდანტი
მსურს იყოს ქალი…
როცა დამბაჩას
შენ დაგიმიზნებ
მინდა ქალისკენ
გამექცეს თვალი…

დუელში ვიწვევ
მე მთელს სამყაროს
რომ მაცხოვარის
სიტყვით დავმწყემსო…
არ გაგიკვირდეთ
თუ ვინმემ გითხრათ…
რომ საკუთარი
ცეცხლით დაწვესო…
….
დუელში ვიწვევ
მე ჩემს თავს რადგან-
მსურს სიმარტოვის
კარი დავლეწო…
ან უნდა ადრე
მომკვდარიყავი…
და ან ეს ომი
უნდა დამეწყო…”