22 იანვარი, 2019

ბადრი კაკაბაძე და გია ტყეშელაშვილი დახმარებას ითხოვენ

ბადრი კაკაბაძე და გია ტყეშელაშვილი დახმარებას ითხოვენმსახიობები ბადრი კაკაბაძე და გია ტყეშელაშვილი დახმარებას ითხოვენ.

რუსთავის თეატრის მსახიობებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ გაავრცელა:

“მეგობრებო, ჩვენი თეატრის – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის ორ მსახიობს, უნიჭიერეს ადამიანებს გია ტყეშელაშვილსა და ბადრი კაკაბაძეს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.

გია უკვე რამდენიმე წელია მკურნალობის ეტაპებს გადის, რის გამოც ვეღარ ითამაშა ბოლოს დადგმულ სპექტაკლებში, ბადრიმ კი არაჩვეულებრივი სახე შექმნა რუსთავის თეატრში ბოლო პერიოდში დადგმულ სპექტაკლში ,,კვარტეტი“.

მინდა გთხოვოთ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს შესანიშნავ მსახიობებს და დავეხმაროთ სწრაფად გამოჯანმრთელებაში. მოგეხსენებათ, მკურნალობა რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა და თანადგომის იმედი.”

ბადრი კაკაბაძე პ/ნომერი 01024009394
LBRTGE22
ა/ა GE57LB0711101645345840

გივი ტყეშელაშვილი პ/ნომერი 01017023051
LBRTGE22
ა/ა GE37LB0711109047233840