Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჟან-ბატისტ შარდენი ქართველებზე: “მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია”

3 დეკემბერი, 2018

ჯან-ბატისტ შარდენი ქართველებზე: "მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია"ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური ჟან-ბატისტ შარდენი ქართველებსა და საქართველოზე ასე წერდა:

“ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია…

ქართველები თავაზიანი და კაცთმოყვარენი, ამასთანავე დარბაისელნი და თავდაჭერილნი არიან. მათი ადათ-წესები გარშემო მცხოვრები ხალხების უმეტესობის ზნე-ჩვეულებათა ნარევს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შედეგი მათი ურთიერთობისა სხვა ხალხებთან და იმ თავისუფლებისა, რომელიც ყველას აქვს მინიჭებული: აქ უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო და დაიცვა იგი.”