14 დეკემბერი, 2018

ვაჟა ფშაველას “ალუდა ქეთელაური” ივრითზე

ვაჟა ფშაველას "ალუდა ქეთელაური" ივრითზევაჟა ფშაველას ერთ-ერთი გამორჩეული პოემა “ალუდა ქეთელაური” ივრითზე ითარგმნა.

თავის დროზე ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა უარი განაცხადა ვაჟას ამ პოემის ივრითზე თარგმანზე, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება მაინც გახდა შესაძლებელი.

ინფორმაცია პოემის თარგმნის შესახებ მანანა დუმბაძემ გაავრცელა:

“ვაჟა ფშაველას “ალუდა ქეთელაური” ივრითზე.

პრეზენტაცია გაიმართება თელ ავივში 31 იანვარს.

დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში საქართველოს საელჩოს ისრაელში.”