21 დეკემბერი, 2018

ტერენტი გრანელის ბიუსტი ბათუმში

ტერენტი გრანელის ბიუსტი ბათუმშიპოეტ ტერენტი გრანელის სახელის უკვდავსაყოფად ბათუმის ცენტრალურ პარკში ბიუსტი დაიდგმება.

ბათუმის საკრებულოში შექმნილი კომისიის წევრებმა უკვე ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ ინიციატივას და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მოხდება.

ტერენტი გრანელის ბიუსტის ინიციატორი კვირკველიების საგვარეულო კავშირი, ირაკლი პატარიძე და თემო ხასია არიან.

თემო ხასია:

“ეს არის მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების.

მადლობა ბათუმის საკრებულოს, უდიდესი მადლობა აგრეთვე კვირკველიების საგვარეულო კავშირს! ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! ეს დიდებული საქმეა!”