Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სავალდებულო საკითხავი ქმრებისთვის!

18 დეკემბერი, 2018

სავალდებულო საკითხავი ქმრებისთვის!ჩანაწერი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, სავალდებულო საკითხავია ქმრებისთვის.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ლექსი ცოლზე, რომელიც ხუთ სტროფში მთელ თქვენს ცხოვრებას მოგიყვებათ:

“როცა ღიღინით წავლენ სტუმრები,
და თან გაჰყვებათ ქორწილის ბოლი,
დედოფლის გვირგვინს მოიხსნის ნებით,
და შენთან მხოლოდ დარჩება ცოლი.

როცა იქნები ძალიან ავად,
და წამლებს დალევ თითების თრთოლვით,
ყველა მნახველი მოვა და წავა,
შენს გვერდით მხოლოდ იქნება ცოლი.

როს დაგღლის უცხო ქალთა ნისია,
და შინ შემოხვალ ბოლოს დაბოღმით,
მაშინ მიხვდები – ყველა სხვისია,
შენი კი მხოლოდ ეგ შენი ცოლი.

შვილებიც წავლენ თავისი გზებით,
და მეგობარნიც, ამტანნი ყოვლის,
და ბოლოს სახლში ერთად დარჩებით,
მარტოდენ შენ და ეგ შენი ცოლი.

როს დამთავრდება შენთვის ყოველი,
და კარში გავა ცხოვრების გოლი,
საიქიოშიც თან გამოგყვება,
და სულ შენს გვერდით იქნება ცოლი!”