მოდის შობის დღესასწაული და ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება.
შობა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღესასწაულია დედამიწაზე, როცა ყველა იმაზე ფიქრობს, რა აჩუქოს და რით გააბედნიეროს საყვარელი ადამიანი.
შობასთან დაკავშირებით “ERSTE GROUP”-მა ანიმაცია მოამზადა, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნამდვილ სიყვარულს ყველანაირი დაბრკოლების დაძლევა შეუძლია.
“ირწმუნე შობის, ირწმუნე საკუთარი თავის” – ასეთია ანიმაციის ავტორების გზავნილი, რომელსაც მთელ მსოფლიოს უგზავნიან.