სამოდელო სააგენტო ”კატრინის” ხელმძღვანელს ეკა მგალობლიშვილს მანქანა დაუწვეს

სამოდელო სააგენტო ”კატრინის” ხელმძღვანელს ეკა მგალობლიშვილს მანქანა დაუწვესსამოდელო სააგენტო ”კატრინის” ხელმძღვანელს ეკა მგალობლიშვილს მანქანა დაუწვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა ნინი შერმადინმა გაავრცელა:

”გავიღვიძე და დამხვდა ეს ამბავი…. არ ვიცი რა ვთქვა, შიში არ ჰქვია ამ გრძნობას, უფრო თავზარი დამეცა, როცა დავინახე ზუსტად სახლის ფანჯრების წინ როგორ დაუწვეს მანქანა ჩემ დაქალს, ადამიანს, რომელსაც მტერი არ გააჩნია… ადამიანს, რომელიც მოსიარულე სიკეთე და ქველმოქმედებაა…

იმედია, გამოძიება დაადგენს ვისი ნამოქმედარია და მკაცრად დასჯის არა იმიტომ, რომ მაქანა დაწვა, იმიტომ, რომ ამდენ ხალხს საფრთხე შეუქმნა…

ძალიან მტკივა გული ამდენ გაბოროტებულ ადამიანს რო ვხედავ ჩემ პატარა ქვეყანაში…  ნუ გეშინია ეკუ ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერი მაგრად იქნება.”

ეკა მგალობლიშვილი:

”4 წლის უკან ვიღაც X- მა გადაწყვიტა, ჩემი მანქანა დაეწვა, რომელიც მეზობლების წყალობით გადარჩა. მიუხედავად კამერებიდან ამოღებული მასალისა, დამნაშავე მაინც თავისუფლად და ლაღად დააბიჯებს ქუჩებში. დღეს გამთენიისას კი აისრულა საწადელი და მანქანა სრულიად დაწვა, აგრეთვე დააზიანა ირგვლივ მყოფი ავტომობილები. მანქანა დაზღვეული მაქვს, მაგრამ ყოველ წუთს უნდა მეშინოდეს?!

არასოდეს არანაირ თემაზე ”არ ამომიღია ხმა”. არ გავჩერდები ვიდრე დამნაშავე დასჯილი არ იქნება! შენ კი საჯაროდ მოგმართავ – გამოჩნდი და გაგვაგებინე რა გინდა? მანიაკო და ბოროტო ადამიანო!”